ჯგუფი „სახე“ საოკუპაციო ხაზთან კონცერტს გამართავს

638

საოკუპაციო ხაზთან სოფელ კავთისხევში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო საღამოზე, მხოლოდ ჯგუფი „სახე“ მონაწილეობს. ისინი მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი რეპერტუარით წარდგებიან.

„ეს არის საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც კეთდება გორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. კონცერტი სოფელ კავთისხევში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი რეპერტუარით წარვდგებით. ჩვენთვის მისაღებია მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობა და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით“,  – განაცხადა ჯგუფ „სახეს“ ერთ-ერთმა სოლისტმა დათო ხუჯაძემ allart.ge-სთან ინტერვიუში.

საქველმოქმედო კონცერტი კავთისხევში 19 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.