“ტრანსფორმერებს” მაჩუ–პიქჩუში გადაიღებენ

204

პერუს ხელიფულებამ ფანტასტიკური ფილმის “ტრანსფორმერების” ინკების უძველეს ქალაქ მაჩუ–პიქჩუში გადაღების უფლება გასცა. თუმცა, როგორც ეროვნული არქეოლოგიური პარკის ხელმძღვანელი ხოსე ბესტანტე აბუადბა აცხადებს, ქალაქში მხოლოდ ცოცხალი მსახიობები დაიშვებიან და მათ ოთხი დღე ექნებათ.

“გადაწყვეტილია, რომ რობოტები არ იქნებიან ტერიტორიაზე”, – აცხადებს აბუადბა.

შეგახსენებთ, რომ მაჩუ–პიქჩუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.