ალენ დელონი კლინიკაში მოათავსეს

187

83 წლის მსახიობი, ალენ დელონი ამერიკულ კლინიკაში – Neuilly-sur-Seine გადაიყვანეს. მსახიობს არითმია აქვს, რომელმაც გამოიწვია თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

ალენ დელონს რამდენიმე საათის განმავლობაში გარკვეული სახის ანალიზები ჩაუტარდა. მსახიობის თანაშემწე პორტალ „BFMTV“ დაუკავშირდა  და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა. ის კვლევებს იტარებს, მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, რომ 83 წლის ალენ დელონი, რამდენიმე ხნის წინ კანის 72-ე კინოფესტივალზე კინემატოგრაფში შეტანილი პირადი წვლილისთვის საპატიო „ოქროს პალმის რტოთი“ დააჯილდოეს.

„მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გემშვიდობებით; ეს საღამო რ არის კარიერის დასასრული, უფრო ჩემი ცხოვრების დასასრულია…თუ ვარსკვლავი ვარ, თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რადგან ეს მხოლოდ თქვენი, მაყურებლების დამსახურებაა და სხვისი არავისი“, – განაცხადა კანის კინოფესტივალზე დაჯილდოების შემდეგ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში საკულტო ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა, რომელიც ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. მასთან ერთად ატირდა ანუშკა დელონიც, რომელიც მამას ახლდა.