ადელის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

304

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის და თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟული, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ინგლისელი მომღერალი, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი როგორც ადელი, მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი ალბომით ბრუნდება. შემსრულებლის დებიუტი 19 წლის ასაკში შედგა, როდესაც პირველი ალბომი გამოუშვა და ბრიტანულ ჩარტში ნომერ პირველ ადგილზე მოხვდა. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელმა 2009 წელს საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ვოკალისტი ქალის კატეგორიებში ორი გრემი მიიღო.

ადელს საყოველთაო აღიარება სინგლმა Someone Like You მოუპოვა, 2011 წლის BRIT Awards-ის ცერემონიაზე კი სიმღერის შესრულებამ ბრიტანული სინგლების სიაში ნომერ პირველ ადგილზე მოახვედრა. მეორე სტუდიური ალბომი ინგლისელმა პოპვარსკვლავმა 2011 წლის 24 იანვარს გამოუშვა. ალბომი ლიდერობდა 30-ზე მეტი ქვეყნის ჩარტებში და გახდა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2011 და 2012 წლებში. ადელი დღესაც წარმატებულად განაგრძობს კარიერულ საქმიანობას და გულშემატკივრებს უამრავ სიახლეს პირდება. არსებული ინფორმაციით, ახალი ალბომის გამოსვლის თარიღად 2021 წლის 5 ნოემბერი სახელდება.