ლივერპულის შემოგარენში მდებარე სახლი, რომელშიც ჯგუფ The Beatles-ის გიტარისტმა ჯორჯ ჰარისონმა ბავშვობა გაატარა, აუქციონზე გაიყიდება. როგორც სააუქციონო სახლ Omega Auctions-ის განცხადებაში აღნიშნული, შენობა 160–200 ათას ფუნტადაა შეფასებული. ჰარისონების ოჯახი ამ სახლში 1950 წელს გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც მუსიკოსი 6 წლის იყო.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქის შემგარენში მდებარე სახლში სამი საძინებელი, სააბაზანო, საპირფარეშო, მისაღებ ოთახთან გაერთიანებული სამზარეულო და ბაღი აქვს.
ონლაინ–აუქციონი 2021 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.