A$AP Rocky და რიანა ქორწინდებიან?!

257

უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ამჯერად 32 წლის ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი – ASAP Rocky და მისი მეგობარი გოგონა ბარბადოსელი მომღერალი, დიზაინერი და ბიზნესვუმენი, რობინ რიანა ფენტი არიან.

მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ ვარსკვლავურმა წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა 2020 წელს გააოფიციალურა.

როგორც ვარსკვლავურ წყვილთან დაახლოებული სანდო წყაროები იუწყებიან, რაკიმი და რიანა ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე არიან და მალე შესაძლოა ოჯახის შექმნა გადაწყვიტონ. როდის გადაწყვეტს რეპერი მუხლზე დადგომას და ბეჭდის გამოჩენას ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.