დუა ლიპა Met Gala-ს არ დაესწრება

64

მომღერალი დუა ლიპა წელს Met Gala-ს არ დაესწრება. როგორც ირკვევა, ლიპამ მოსაწვევი მიიღო, თუმცა ის ფილმის გადაღებების გამო მაღალი მოდის წვეულებას გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ფილმი დუასთვის პირველი სამსახიობო ნამუშევარი იქნება. ცნობისთვის, Met Gala 2021 წლის 13 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.