მეცნიერებმა სტრადივარის ვიოლინოების საიდუმლო ამოხსნეს

120

მეცნიერებმა ნატონიო სტრადივარიუსის ვიოლინოს ჟღერადობის საიდუმლო ამოხსნეს. ახალ კვლევაში მონაწილეობდა, რომელმაც 40 წლის წინ ივარაუდა, რომ ჯუზეპე გვარნერის სკოლის ოსტატების ვიოლინოების უნიკალური ჟღერადობა ქიმიური წარმომავლობისაა. მისი ჰიპოთეზა დადასტურდა, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ხის პარაზიტებისგან დასაცავად ინსტრუმენტი სპეციალური ქიმიური ხსნარით მუშავდებოდა, რომელიც შაბის, ბორაკის, სპილენძის კალციუმის ჰიდროქსიდისა და თუთიის ნაზავია.

“სავარაუდოდ, ოსტატები მიხვდნენ, რომ მარილები ხეს დამატებით სიმტკიცეს და აკუსტიკურ უპირატესობებს სძენდა. საკუთარ მეთოდებს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაშინ ხომ პატენტი არ არსებობდა”, – აცხადებენ მეცნიერები.