ერმიტაჟი ტილ ლინდემანს უჩივის

331

რუსეთის სახელმწიფო ერმიტაჟის დირექციამ გერმანელ მუსიკოსს ტილ ლინდემანს პერეტნზიები მისწერა. როგორც ერმიტაჟში აცხადებენ, ლინდემანმა მუზეუმის გარკვეული ინტერიერი კლიპში უფლების გარეშე გამოიყენა.

აქამდე ერმიტაჟმა ტილ ლინდემანის მიერ ციფრული გამოსახულების NFT სერიის გამოშვებისას, მუზეუმის კუთვნილების არაკეთილსინდისიერ გამოყენებაზეც ისაუბრა.

როგორც მუზეუმის წარმომადგენლები აცხადებენ, 2021 წლის მაისში მუსიკოსმა სახელმწიფო ერმიტაჟში მუსიკალური კლიპი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში საუბარი იყო სამ ობიექტზე, რომლებიც რგოლში მოხვდებოდნენ, ლინდემანმა სხვა ობიექტებიც გადაიღო.