პომპეიში მსურველები ძველრომაულ ფასტფუდს ეწვევიან

160

პომპეის სტუმრებისთვის თერმოპოლიუმი იხსნება – საზოგადოებრივი კვების ობიექტი, სადაც ორი ათასი წლის წინ ადამიანებს წახემსება ან/და საკვების სახლში წაღება შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ თერმოპოლიუმს მეცნიერებმა შემთხვევით მიაგნეს და მათივე განცხადებით, ამ ობიექტში ქალაქის ღარიბი მოსახლეობა იკვებებოდა.

“პომპეიში დაახლოებით 80 თერმოპოლიუმი იყო. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი კვლევების სასუალებით დავადგენთ რა მენიუ ჰქონდა მსგავს ობიექტებს”, – აცხადებენ არქეოლოგები.

გათხრების პროცესში მეცნიერებმა უამრავი ჭურჭელი აღმოაჩინეს – ამფორები, ჭიქები, ღვინის მათარები და კერამიკა.