ენიო მორიკონეს შესახებ ფილმს ვენეციის კინოფესტივალზე წარადგენენ

302

ვენეციის 78–ე კინოფესტივალის პროგრამაში კომპოზიტორ ენიო მორიკონეს შესახებ ფილმი შევიდა. ფილმი “ენიო”, რომლის რეჟისორიც ჯუზეპე ტორნატორეა, საარქივო ჩანაწერებს და ისეთი კომპოზიტორებისა და რეჟისორების კომენტარებს შეიცავს, როგორებიც არიან ბერნარდო ბერტოლუჩი, დარიო არჯენტო, ოლივერ სტოუნი, კვენტინ ტარანტინო, ჰანს ციმერი და სხვა.

“მე ენიო მორიკონესთან ერთად 30 წელი ვიმუშავე. თითქმის ყველა ჩემი ფილმი მასთან ერთად გადავიღე, აღარაფერს ვამბობ დოკუმენტურ პროექტებზე, სარეკლამო რგოლებსა და სხვა ნამუშევრებზე. ამასობაში ჩვენი მეგობრობა განმტკიცდა”, – აცხადებს ტორნატორე.