ბოჰემური რაფსოდიის სიკველი შესაძლოა გადაიღონ

397

როგორც ლეგენდარული ჯგუფის Queen–ის წევრმა ბრაიან მეიმ განაცხადა, ფილმს “ბოჰემური რაფსოდია” შესაძლოა სიკველი ჰქონდეს. მისივე თქმით, ჯგუფის წევრები ფილმის გაგრძელებაზე ბევრს საუბრობენ.

“ჩვენ პირველი ფილმის შექმნაში სული ჩავდეთ, მაგრამ არავის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდებოდა. დიახ, ვთვლით, რომ ფილმს შესაძლოა გაგრძელება ჰქონდეს, მაგრამ ამას მართლაც შესანიშნავი სცენარი სჭირდება”, – აცხადებს მეი.