ArtPrice ახალგაზრდა მხატვრების ტოპ ხუთეულს ასახელებს

220

როგორც ArtPrice-ის ანგარიშშია აღნიშნული, ხუთმა მხატვარმა, რომლებიც 1980 წლის შემდეგ არიან დაბადებულები, 2021 წლის საერთაშორისო აუქციონებზე 5 მილიონ დოლარზე მეტი გამოუმუშავეს. სიის პირველი ადგილი მეთიუ ვონგმა დაიკავა, რომლის სააუქციონო გაყიდვებმაც 30 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილი ეივერი სინგერს ერგო, რომელმაც 10,5 მილიონი დოლარი მიიღო. რეიტინგში შემდეგ პაკისტანელი სალმან ტურია (7.9 მილიონი დოლარი), მეოთხე ადგილი იაპონელ იაკო როკაკუს ერგო (7,2 მილიონი დოლარი). ბოლო, მეხუთე ადგილი კი ამოაკო ბოაფოს უჭირავს.