The Offspring–ის დრამერი ვაქცინაციაზე უარის გამო ჯგუფს ტოვებს

201

ჯგუფ The Offspring-ის დრამერი პიტ პარადა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ლეგენდარული კოლექტივის მიტოვება ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო მოუწია. მისივე განმარტებით, მას არ შეუძლია ვაქცინის გაკეთება, რადგანაც გიიენა–ბარეს სინდრომითაა დაავადებული.

“რადგანაც ვერ ვასრულებ იმას, რაც მომეთხოვება, გადაწყდა, რომ სტუდიებსა და ტურნეებში ბიჭებთან ერთად ყოფნა საფრთხეს წარმოადგენს”, – წერს მუსიკოსი.