კურტ კობეინის სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

447

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ აბერდინში არსებული სახლი, რომელშიც ბავშვობა მუსიკოსმა კურტ კობეინმა გაატარა, კულტურული ღირსშესანიშნაობა გახდა. ვაშინგტონის არქეოლოგიისა და ისტორიული ძეგლების დაცვის დეპარტამენტმა შენობა კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილებისა და ობიექტების სიაში შეიტანა.

ჯგუფ Nirvana-ს სოლისტი ამ სახლში 1968–1984 წწ. ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში შემონახულია კობეინის რამდენიმე ნივთი, მაგალიათად, მაგიდა და ლეიბი.

სახლის ამჟამინდელი მფლობელის განცხადებით, სახლი ტურისტებისთვის 2022 წელს გაიხსნება.