„ბეჭდების მბრძანებელი“ – სერიალის გამოსვლის თარიღი ცნობილია

75

Amazon-ის მიერ გადაღებული სერიალის „ბეჭდების მბრძანებელი“ ეკრანებზე 2022 წლის 2 სექტემბერს გამოვა. რაც შეეხება ახალ სერიებს, ის ყოველკვირეულად დაიდება. Amazon-ის ცნობით, სერიალში ნაცნობი და უცნობი პერსონაჟები გამოჩნდებიან. პროექტი ჯამში $465 მილიონი დაჯდა.