eBay-ზე კანიეს ახალი ალბომის წარდგენიდან “წამოღებული” ჰაერი $3 330-ად იყიდება

73

23 ივლისს კანიე ვესტმა მეათე ალბომი, სახელად Donda-ს წარადგინა. ღონისძიება ატლანტაში, მერსედეს ბენცის სტადიონზე გაიმართა. სწორედ მაგ ადგილას კანიეს ფანებმა გადაწყვიტეს პარკში შეეშვათ ჰაერი რომელიც შემდეგ Ebay-ზე განათავსეს.

აღნიშნული ნივთის ღირებულება $3 330-ია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფანებმა კანიეს ღონისძიებიდან “წამოღებული” ჰაერი გასაყიდად eBay-ზე განათავსეს. 2015 წელს ჩიკაგოში გამართული ერთ-ერთი ღონისძიებიდან წამოღებული ჰაერის ფასმა აუქციონზე $60 000-ს მიაღწია.

No description available.