კამილა კაბეიოს ახალ კლიპში გიორგი ქებურიას შექმნილი კაბა აცვია

97

კუბელი მომღერალი კამილა კაბეიო ახალ, მესამე ალბომს, Familia-ს უშვებს. ალბომიდან პირველი სიმღერა Don’t Go Yet მან რამდენიმე დღის წინ, კლიპთან ერთად გამოაქვეყნა.

ახალ კლიპში კამილა კაბეიო ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილი კოსტიუმი აცვია, რომელიც ქებურიას 2021 წლის კრუიზის კოლექციაში შევიდა.

გიორგი ქებურიას ნამუშევრებს ხშირად ატარებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლორდი, მაილი საირუსი, კაია გერბერი, ლინდსი ლოჰანი, პამელა ანდერსონი, კაილი ჯენერი და სხვები.