ჯგუფ Slipknot-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა

300

ლეგენდარული დრამერი, ჯგუფ Slipknot-ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯოი ჯორდისონი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მუსიკოსი მშვიდად, ძილში გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართება.