იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა თურქეთის ხელისუფლებას მიმართა და 2022 წლისთვის სტამბულში მდებარე აია–სოფიას ტაძრის დაცვის შესახებ ანგარიშის მომზადება მოსთხოვა.
ახალი ანგარიში თურქეთმა 2022 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარადგინოს. ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეშფოთებულია ტაძრის გადაკეთებით.
2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით ტაძარი მეჩეთად გადააკეთა.