ზალცბურგის საიუბილეო ფესტივალი იწყება

134

ზალცბურგის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 100 წლის გახდა. დაგეგმილია 160 ღონისძიება, მათ შორის თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ.

საოპერო პროგრამას 26 ივლისს “დონ ჟუანი” გახსნის, რომლის რეჟისორიც რომეო კასტელუჩია.

მიუხედავად პანდემიისა, ორგანიზატორებმა უკვე გაყიდეს ორას ათასზე მეტი ბილეთი. ფესტივალის ბიუჯეტმა 60 მილიონი ევრო შეადგინა.