ამერიკული გალერეები 2021 წლის შემოსავალს ითვლიან

93

ამერიკის არტ–დილერების ასოციაციამ (ADAA) 2021 წელს აშშ–ში გალერეების ბიზნესის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ეროვნულ ბაზარზე სიტუაცია იდეალური კვლავ არ არის, მაგრამ 2020 წლის მონაცემებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია. 2020 წლის შეფასებისას რესპოდენტების 76%–მა განაცხადეს, რომ შემოსავალი მოსალოდნელზე ბევრად დაბალი იყო.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალს, რესპოდენტების თითქმის ნახევარმა (49%) აღნიშნა, რომ შემოსავალი მათ მოლოდინს აჭარბებს, შესაბამისად 51% კი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გაყიდვების უკმაყოფილოა.

მიუხედავად მწირი შემოსავლებისა, გალერისტების ორი მესამედი მხატვრების სიების გაფართოებას გეგმავს. გარდა ამისა, აღინიშნება, რომ გალერეების ბიზნესის ონლაინ სივრცეში გადატანა გაყიდვებზე დადებითად აისახა, ონლაინ–გალერეებმა, ონლაინ–ბაზრობებმა, ვირტუალურმა ტურებმა და მხატვრებთან ინტერვიუებმა შემოსავლების ზრდა გამოიწვია.