რამდენი დახარჯა კანის კინოფესტივალმა PCR ტესტებში

39

ცნობილი გახდა, რომ კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელთა ტესტირებაზე მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. ჩვენებების დროს კვლევა დაახლოებით 28 ათასმა სტუმარმა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შესულიყვნენ ფესტივალზე, ეს არ იძლეოდა გარანტიას, რომ მათ “დელტა” შტამი არ ემუქრებათ.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6–17 ივლისს გაიმართა.