ლივერპული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან გაირიცხა

64

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ლივერპულის გარიცხვა მისი უნიკალური ფასეულობის მახასიათებლების დაკარგვის გამო გადაწყვიტა.

“მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44–ე სესიის ფარგლებში, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება გარიცხოს ობიექტი “ლივერპული – მეზღვაურთა და მოვაჭრეთა ქალაქი” მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან, ამ ობიექტის უნივერსალური ღირებულების მახასიათებლების დაკარგვის გამო”, – წერია კომუნიკეში.

იუნესკოში აცხადებენ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ნებისმიერი გარიცხული ობიექტი დიდი დანაკარგია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გერმანიაში მდებარე ელბას ხეობისა და ომანში არავიული ჯიქის რეზერვატის შემდეგ, ლივერპული მესამე ობიექტია, რომელმაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი დაკარგა.