ეგვიპტეში პტოლომეების ეპოქის გემის ნაწილები აღმოაჩინეს

39

თანამედროვე ფრანგულ–ეგვიპტირმა მისიამ, უძველესი ქალაქის ჰერაკლიონის სიახლოვეს, პტოლომეების ეპოქის გემის ნამსხვრევები აღმოაჩინა. როგორც ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, გემი ამონის ტაძრის ნგრევამ შეიწირა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.

არექოლოგების ექსპედიციის ხელმძღვანელის ფრანიკ გოდიოს თქმით, აღმოჩენა უნიკალურია, რადგანაც მოცემული ეპოქის გემების პოვნა იშვიათად ხერხდება. მისივე განმარტებით, გარეგნული ნიშნებით გემი ეგვიპტეში დამზადდა და ამისთვის ხე მეორადად გამოიყენეს.

გარდა ამისა, მეცნიერებმა ჰერაკლიონის ჩრდილო–აღმოსავლეთ შესასვლელთან IV საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს.

“ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძველბერძენი კომერსანტები აქ ცხოვრობდნენ. მათ უფლება დართეს ეცხოვრათ აქ და ამონის ტაძრის გვერდით საკუთარი სამარხები განეთავსებინათ”, – ნათქვამია სიძველეების დეპარტამენტის განცხადებაში.