გალერეა უფიცი Pornhub-ს უჩივის

78

გალერეა უფიციმ სერვის Pornhub-ს წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა, რომელშიც მუზეუმის ინტელექტუალური საკუთრების უკანონო გამოყენებაზეა საუბარი. ცნობილმა პორნოსაიტმა ეროტიკული ხელოვნების უახლესი ინტერაქტიული პროექტი წარადგინა. როგორც გალერეაში აცხადებენ, Pornhub-მა ილონა სტალერი, იგივე ჩიჩოლინა პროექტში მოიწვია და ის სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადების” პერსონაჟს განასახიერებს.

“არ ვაპირებთ რეკლამა გავუწიოთ Prnhub-ს”, – აცხადებენ მუზეუმში.

ამ დროისთვის უფიცის ხელმძღვანელობა პლატფორმა Pornhub-ის მფლობელ კომპანია MindGeek-ის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრის წარდგენაზე მუშაობს.