რომის პაპმა საყვარელი ფილმები დაასახელა

67

როგორც ვატიკანის სამდივნოს ყოფილი პრეფექტის დარიო ედოარდო ვიგანოსთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, მას ძალიან უყვარს იტალიელი ნეორეალისტი რეჟისორების ფილმები. მისივე განცხადებით, მსგავსი ნამუშევრები გვაჩვენებს არა მხოლოდ ისტორიას, არამედ ადამიანების გულებსაც.

რომის პაპის თქმით, იტალიური კინემატოგრაფი, ისევე როგორც ოპერა, მას მშობლებმა, იტალიელმა ემიგრანტებმა გააცნეს.

“ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია. მშობლებმა მასწავლეს ხელოვნების დაფასება. 10–12 წლის ასაკში ანა მანიანის მონაწილეობით ყველა ფილმი ვნახე. ნეორეალზმმა მასწავლა, რომ რეალობას სხვა თვალით შევხედო. ჩვენთვის, ბავშვებისთვის არგენტინაში ფილმები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ასე ვიგებდით ომის ტრაგედიას. ნეორეალისტების ხედვა აღვიძებს სინდისს”, – ამბობს ფრანცისკე I.

რომის პაპმა დაასახე ფედერიკო ფელინის ფილმი La strada, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

“ეს ფილმი ჩემთვის ყველაზე ახლოა. ფელინიმ იცოდა, როგორ მიეცა რჩევა სასოწარკვეთილი ხალხისთვის”, – აღნიშნა მან.