წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების ავტორი გარდაიცვალა

71

დანიელი მხატვარი კურტ ვესტერგაარი, რომელმაც სახლი წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურებით გაითქვა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მხატვრის ოჯახი აცხადებს, ვესტერგაარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

წინასწარმეტყველი მუჰამედის 12 კარიკატურა პირველად გაზეთში Jyllands-Posten 2005 წელს გამოქვეყნდა, რამაც საერთაშორისო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სკანდალი გამოიწვია.