მიქელანჯელოს დაუსრულებელი პროექტი განხორციელდა

64

მდინარე ტიბრზე ფრანგი ოლივიე გროსერერის დროებითი ინსტალაცია – საჰაერო ბურთებზე დამაგრებული ხიდი გამოჩნდა. ავტორის შთაგონების წყარო მიქელანჯელოს დაუსრულებელი პროექტია. XVI საუკუნეში რომის პაპმა პავლე მესამემ მიქელანჯელო ბუანაროტის ხიდი დაუკვეთა, რომელსაც პალაცო ფარნეზე და ფარნეზინის ბაღები უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან. ოსტატმა პროექტი ვერ დაასრულა, რადგან 1564 წელს გარდაიცვალა.

2021 წლის ინსტალაცია მუყაოსგანაა დამზადებული, რომელსაც 18 ივლისს სრულად გადაამუშავებენ.

პროექტი რომში საფრანგეთის საელჩოს, იტალიის ფრანგული ინსტიტუტისა და დეი ლიჩეის ეროვნული აკადემიის ხელშეწყობით განხორციელდა.