სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

274

სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია.

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი მიიღო. “მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიწერება საკონცერტო პროგრამა.