ჯიმ მორისონის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

75

ჯგუფ The Doors-ის ფრონტმენის, ჯიმ მორისონის შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადება უკვე დაწყებულია. მის შექმნაზე კომპანიები Morrison Estate და Jampol Artist Management (JAM Inc.) მუშაობენ. პროდიუსირებით სტუდია Gunpowder & Sky ფა ჯეფ პოლაკი დაკავდებიან.

“აქამდე ჯიმს ვიცნობდით, როგორც როკ–ვარსკვლავს, მომღერალს, მისანს და არტისტს. მაგრამ ის ასევე ერუდიტიც იყო. ის იყო პოეტი, მწერალი და რეჟისორი. გვინდა ის მხარეები წარმოგიდგინოთ, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის”, – აცხადებს კომპანია JAM Inc. გენერალური დირექტორი ჯეფ ჯამპოლი.

აღსანიშნავია, რომ პროდიუსერებმა უკვე მიიღეს წვდომა მუსიკის და ლექსების არქივებზე და მათ შორის, აქამდე გამოუქვეყნებელ მასალებზეც.