ანჯელინა ჯოლი The Weeknd-ის დახურულ კონცერტს დაესწრო

114

მომღერალ აბელ ტესფაიეს, რომლის სასცენო სახელია The Weeknd,  „ტვიტერის“ გვერდმა ანჯელინა ჯოლის ფოტო გამოაქვეყნა. გავრცელებული ცნობით, ჯოლი შვილებთნ ერთად დახურულ კონცერტს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც არტისტებმა ერთად ივახშმეს.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ The Weeknd-მა ანჯელინა ჯოლისთან პრესტიჟულ რესტორანში ივახშმა. იმავე სტატიაში, ნავარაუდევი იყო, რომ არტისტებს შესაძლოა მხლოდ საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებთ.