Uriah Heep–ის სოლისტი გარდაიცვალა

276

ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ Uriah Heep–ის ექს–სოლისტი ჯონ ლოტონი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“უდიდესი მწუხარებით ვიუწყებით ტრაგიკულ ამბავს, ჯონ ლოტონის უეცარი და მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, არავითარი ავადმყოფობა არ ყოფილა, რაც მის სიკვდილს გაუგებარს ხდის. ძალიან დაგვაკლდება ჯონი”, – წერია ჯგუფის ოფიციალურ საიტზე.

ლოტონი ჯგუფს 1976 წელს შეუერთდა, ხოლო 1979 წელს მან კოლექტივი დატოვა.