პაპარაცებმა ანჯელინა ჯოლი და The Weeknd ერთად შენიშნეს

535

31 წლის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა 46 წლის ამერიკელ მსახიობთან ანჯელინა ჯოლისთან ერთად ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს. ისინი ერთმანეთს იტალიურ რესტორანში შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ურთიერთობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები სანდრო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წყვილს მხოლოდ საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებთ.