ბრიტნი სპირსი მამამისის წინააღმდეგ დამარცხდა

460

როგორც იცით 2008 წლის შემდეგ ბრიტნის სპირსის მეურვე მამამისია. მას არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტნიმ გულღიად ისაუბრა საზოგადოებაში იმ წნეხზე რომელშიც მას უწევს ცხოვრება, მან სასამართლოსაც კი მიმართა.

თუმცა როგორც ირკვევა სასამართლომ მის სარჩელზე უარი განაცხადა. ბრიტნის შოუბიზნესის ბევრი ვარსკვლავი დაუდგა მხარში, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ. როგორც ვარსკვლავის სიტყვებიდან ხდება ცნობილი, მას დაორსულება და გათხოვებაც კი ეკრძალება. ბავშვის გაჩენის თავიდან ასარიდებლად კი, მის ორგანიზმში სპეციალური სპირალია მოთავსებული, ე.წ. ბრიგადა მას ექიმთან მის მოსაშორებლად მისვლასაც კი უშლის.