ჯასტინ თიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებს

510

ბოლო დღეების განმავლობაში კამპანია #freebritney ძალიან გააქტიურდა. მასში არაერთი ცნობილი სახე ჩაერთო და ყველა ერთად ცდილობს ბრიტნი სპირსს ძველი ცხოვრება დაუბრუნდეს.

როგორც იცით ბოლო 13 წლის განმავლობაში ბრიტნის მეურვე მამამისია. მას ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება ეკრძალება მამის თანხმობის გარეშე. ვერ აჩენს შვილს, ვერ იძენს ქონებას, ვერ ხარჯავს ფულს რომელიც თვითონვე, თავისი შრომით იშოვა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტნი სპირსი სასამართლოს წინაშე სიტყვით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად გამოვიდა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაში აცხოვრებს მამა, რომელსაც მისი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე აქვს კონტროლი, რისი მიზეზიც ბრიტნი სპირსის 2001 წლის დროინდელი ფსიქიკური მდგომაროებით გამოწვეული შეშფოთება.

ამ ფაქტს ბრიტნის პირველი სიყვარული ჯასტინ თიმბერლეიკიც გამოეხმაურა: “ამის ნახვის შემდეგ, ჩვენ ყველანი ბრიტნის უნდა ვუჭერდეთ მხარს. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდებოდა ადრე -კარგი თუ ცუდი, ის, რაც ახლა მის (ბრიტნის) თავს ხდება, სწორი არ არის! არცერთ ქალს არ უნდა ეზღუდებოდეს საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ან სჭირდებოდეს თანხმობა იმის მისაღებად, რისთვისაც ამდენი იშრომა.”

შეგახსენებთ, რომ ჯასტინი და ბრიტნი 20 წლის წინ ერთმანეთს ხვდებოდნენ, დღეს კი, ბრიტნი მეგობარ მამაკაცთან -სემ ასგართან ერთად ცხოვრობს.