მერილინ მენსონი პოლიციას ჩაბარდება

260

ამერიკელი შემსრულებელი მერილინ მენსონი, 2019 წელს ძალადობაში ბრალდების გამო, აპირებს პოლიციას ჩაბარდეს. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შტატ ნიუ–იორკის პოლიციამ მენსონის დასაკავებლად დადგენილება გამოსცა.

მომღერალი ლოს–ანჯელესის პოლიციაში უნდა გამოცხადდეს. როგორც პოლიციის უფროსი ენტონი ბინ ბიორპი აცხადებს, მენსონს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ქალაქ ფილფორდში კონცერტის დროს მერილინ მენსონმა ვიდეოოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.