ტრიუმფალურ თაღს ქსოვილს შემოახვევენ

133

ამერიკელი სკულპტორის ხრისტო იაშევის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, პარიზის ხელისუფლებამ ელისეის მინდვრებზე ტრიუმფალური თაღის ქსოვილით შემკობის პროექტი დაამტკიცა.

იავაშევმა უამრავი მსგავსი პროექტი განახორციელა და ტრიუმფალური თაღის “გახვევის” იდეა 1962 წელს დაიბადა.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო 14 მილიონი ევროს შეგროვება 2017 წლიდან 2020 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხელის შემშლელი ფაქტორი პანდემია აღმოჩნდა.

შედეგად, თაღის ქსოვილით შემკობა 2021 წლის სექტემბერში გადაწყდა.