ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი 8 დღეში შექმნეს

659

პარიზში, საგამოფენო ცენტრის პავილიონის სახურავზე ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი შექმნეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

სტრიტ-არტის ჟანრში მომუშავე ფრანგმა მხატვრებმა, მოხუცი ფრანგი გულშემატკივარი ქალი დახატეს.

გრაფიტის ნახვა მე-7 პავილიონის სახურავიდან არის შესაძლებელი. პროექტის დიზაინერი ოლივიე ლანდესი ამბობს, რომ გრაფიტის შექმნის იდეა საგამოფენო ცენტრის წარმომადგენელს მოუვიდა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის ცენტრის მოდერნიზაციის პროექტზეა პასუხისმგებელი.

გრაფიტისთვის ლანდესმა მე-3 პავილიონის სახურავი აირჩია, რომლის ფონზეც მთელი პარიზის პანორამა და ეიფელის კოშკი ჩანს. გრაფიტის შესაქმნელად მხატვრებს 8 დღე დასჭირდათ.