ზოოლოგებმა ბაყაყს სახელი Led Zeppelin-ის საპატივსაცემოდ დაარქვეს

269

ეკვადორის სან–ფრანსისკო–დე–კიტოს უნივერსიტეტის ზოოლოგების ჯგუფმა ანდებში ბაყაყის ახალი ენდემური ჯიში აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები მეცნიერულ ჟურნალში Neotropical Biodiversity გამოქვეყნდა.

“დასახელება Pristimantis ledzeppelin ბაყაყმა ჯგუფ Led Zeppelin-ისა და მათი უცნაური მუსიკის გამო მიიღო”, – წერია სტატიაში.

მეცნიერებმა ბაყაყები კორდილიერი–დელ–კონდორის რეგიონში აღმოაჩინეს.