„სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში” რეპერი ქალი პირველად შეიყვანეს

117

ამერიკელი რეპერი, მომღერალი, ტექსტების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი მისი ელიოტი პირველი რეპერი ქალია, რომელიც „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს. ამის შესახებ People წერს.

47 წლის ვარსკვლავმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა. ვიდეომიმართვით ეს წარმატება ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მიულოცა.

მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენდბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ-ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს ჩაწერა.