Lorde -მ 4 წლიანი მუსიკალური პაუზა დაასრულა

189

ახალზელანდიელი შემსრულებელი და სიმღერების ავტორი, Lorde, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ახალი მუსიკით ბრუნდება. მუსიკოსმა 7 ივნისს, თავის ვებსაიტზე ახალი სინგლის ან ალბომის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელსაც Solar Power ერქმევა. მაისში Lorde ბარსელონაში 2022 წლისთვის დაგეგმილ მასშტაბურ ფესტივალ პრიმავერა საუნდზე გამომსვლელთა შორის დასახელდა სხვა ცნობილ პოპვარსკვლავებთან ერთად. ახალზელანდიელმა მუსიკოსმა ასევე გასულ თვეში მიიღო განსაკუთრებული ჯილდო — 2013 წელს გამოსული მისი ჰიტი, Royals, ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზე ჯამში მილიარდჯერ მოისმინეს.