Stranger Things-ის მეოთხე სეზონში ემიბეთ მაკნალტის ვიხილავთ

16

ვინც ნეტფლიქსის სერიალ “Annie with an E”-ს უყურება, არასოდეს დაავიწყდება წითური გოგონა.

ამ სერიალის დასრულებამ ბევრ ადამიანს დაწვიყა გული, თუმცა ახლა უნდა გაგახალისოდ და გითხრათ რომ ენის როლის შემსრულებელი ემიბეთ მაკნალტი უცნაური ამბების მეოთხე სეზონის გუნდს შეუერთდა.

ემიბეთი სერიალის ახალ სეზონში ბენდის ერთ-ერთი ენერგიული წევრის — ვიკის როლს შეასრულებს. თუ ენ შირლის გაიხსენებ, დარწმუნდები, რომ ემიბეთს ენერგიით სავსე და დასამახსოვრებელი პერსონაჟის შექმნა ნამდვილად არ გაუჭირდება.

ემიბეთმა ეს ახალი და სასიამოვნო ამბავი გულშემატკივრებს ინსტაგრამზე ახარა. მაისში სერიალის მეოთხე სეზონის თიზერი ვიხილეთ, რომელშიც ილევენი ტყვეობაშია. როგორ განვითარდება ჩვენი საყვარელი გმირების ისტორია, ამას, იმედია, ძალიან მალე გავიგებთ.