ვენეციის ბიენალე ლეონორა კარინგტონის გავლენით გაიმართება

20

სიურრეალისტი მწერლის ლეონორა კარინგტონის წიგნი “სიზმრების რძე” 59–ე ვენეციური ბიენალეს თემა იქნება. 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ბიენალეს პრეზიდენტმა რობერტო ჩიკუტომ და კურატორმა ჩეჩილია ალემანიმ ისაუბრეს.

ალემანის განცხადებით, მწერალი ჯადოსნურ სამყაროს აღწერს, რომელიც მუდამ იცვლება ფანტაზიის პრიზმით, იქ ყველას შეუძლია შეიცვალოს, გახდეს სხვა.

“გამოფენა სხეულის მეტამორფოზებსა და ადამიანობის განსაზღვრაში გვამოგზაურებს”, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 59–ე ბიენალე ვენეციაში 2021 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლამდე გადავადდა.