G7-ის ლიდერთა სკულპტურა ნაგვისგან გააკეთეს

27

ინგლისის სამხრეთში, კორნუოლის საგრაფოში მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული არტ–ობიექტი გაჩნდა.

სკულპტურაზე გამოსახულები არიან ბორის ჯონსონი, იოსიჰიდ სუგა, ემანუილ მაკრონი, მარიო დრაგო, ჯასტინ ტრიუდო, ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი.

ავტორი ჯო რაში აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევარი G7 სამიტის ლიდერებისთვის გზავნილია.

“მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ელექტრო–მოწყობილობების გადამუშავებას. ისინი ან უნდა შეაკეთო ან იმგვარად გადააკეთო, რომ მეტ ხანს იმსახურონ”, – ამბოსბ რაში.