რაფაელის გობელენები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა

23

მადრიდის სამეფო სასახლის დიდ გალერეაში გამოფენილი რაფაელის გობელენები საფრთხის ქვეშ, მტრედების გამო აღმოჩნდა.ცხრა ხალიჩა ესპანეთის დედაქალაქში 2020 წლის ბოლოს წარმოადგინეს. ფრინველების პრობლემა ბოლო კვირების განმავლობაში შეიქმნა, როცა მუზეუმის თანამშრომლებმა გალერეის გასანიავებლად ფანჯრები გააღეს.

ესპანურმა გაზეთმა ABC რამდენიმე ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც გობელენებთან მტრედები არიან ასახულები.

როგორც ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტში აცხადებენ, გობელენები არ დაზიანებულა.

“პარალელურად ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ფანჯარას, რათა გალერეაში ჰაერის ვენტილაცია მოხდეს”, – აცხადებენ სპეციალისტები.