რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება

29

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში.

10 ივნისს, 15:00 საათზე, რეზო გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.