ქაღალდის სახლი ეკრანზე 3 სექტემბერს ბრუნდება

30

ქაღალდის სახლი ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული არა-ინგლისურენოვანი სერიალია.

შოუ მეხუთე სეზონით სრულდება, რომელიც პანდემიის დროს გადაიღეს. როგორც შოუს შემქმნელი, ალექს პინა ამბობს, 10-ეპიზოდიანი სეზონის 2 ნაწილად გაყოფა გადაწყვიტა, რათა მაყურებელს მათ შორის ის სენსაციის მოლოდინი ჰქონოდა, რომელიც სეზონებს შორის გვხვდება. ის დასძენს, რომ პერსონაჟების ხაზი კიდევ უფრო სასტიკი გახდება და მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

“მეხუთე სეზონის მეორე ნაწილში კი მეტად ფოკუსირებული ვიქნებით ემოციურ სიტუაციებზე, პერსონაჟებზე და მათ მომავალზე”.

ფინალური სეზონის გადაღებები 13 მაისს დასრულდა, რაც სამსახიობო გუნდმა შემდეგი ტექსტით გვამცნო:

“თავიდან მძარცველები ვიყავით და ბოლოს, ერთ ოჯახად ვიქეცით. ერთი სული გვაქვს, ამბის დასასრული გიჩვენოთ”. ბოლო სეზონში მსხაიობთა გუნდს – მიგელ ანგელ სილვესტრე (Sense) და პატრიკ კრიადო (La Gran Familia Española)-იც შეუერთდებიან.