სევილიის ოპერაში კარმენის სპექტაკლი ქეთევან ქემოკლიძემ დააბრუნა

23

ქართველი მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები სევილიაში, კარმენისსავე სამშობლოში, ტრიუმფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრანცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერლით დაბრუნდა.

ქართველმა შემსრულებელმ ესპანური პრესის აღფრთოვანება დაიმსახურა და ის ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის, ოპერა აქტუალის (ÓPERA ACTUAL) ყდაზეც მოხვდა.

ქეთევან ქემოკელიძეს “კვირის ხელოვანის” ტიტულიც მიანიჭეს.