A Quiet Place-ის მესამე ფილმი 2023 წელს გამოვა

29

A Quiet Place ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფილმად არის აღიარებული. მისი პირველი ნაწილი 2018 წელს გამოვიდა.

ჩუმი ადგილი 2-ის პრემიერა 28 მაისს შედგა (საქართველოში 3 ივნისს) და პანდემიის მიუხედავად, კინოგაქირავებაში საოცრად წარმატებული აღმოჩნდა: უკვე მისმა შემოსავლებმა $58 მილიონს გადააჭარბა.

როგორც ჯონ კრასინსკი ამბობს მესამე ნაწილში გაგრძელების მაგივრად სრულიად სხვა დროს, სხვა რეალობას და განსხვავებულ სიუჟეტს ვიხილავთ. გულშემატკივრები მას 2023 წელს უნდა ელოდონ.